გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული დედაქალაქის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

15-03-2018

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზურაბ ნეფარიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 
უწყების განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 
„თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის - ზ.ნ.-ს მიმართ გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, ასევე მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლის ა.მ.-ს მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების და გამოძალვით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე. 
ზ.ნ. და ა.მ. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნენ 2017 წლის 25 აგვისტოს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული მეუღლის დის - ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხი თანამშრომლისგან, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებისგან ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარებას უწევდა მისი შვილი. 
ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულ იქნა ათეულობით მოწმე, ჩატარდა საბუღალტრო რევიზიები, დაკავებულების პირადი და მათი ოფისების ჩხრეკა. ბანკებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩარიცხული თანხების ოდენობასა და მათი მოძრაობის შესახებ. ასევე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. 
ზ.ნ.-ს და ა.მ.-ს ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს. 
რაც შეეხება 2018 წლის 15 მარტს მედიასივრცეში ადვოკატის და ბრალდებულ ზ.ნ.-ს შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება”- ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930