გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ჟენევას ეწვია

22-03-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ქ. ჟენევას ეწვია, სადაც შეხვედრებს გამართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან.


დავით ზალკალიანი დელეგაციებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებს კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რაც გამოიხატება ადგილზე სიცოცხლის უფლების ხელყოფის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევევის სხვა ფაქტებში.


საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს ამ გარემოებების საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით, გაერო-ს ადამიანს უფლებათა საბჭოს მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციის აუცილებლობაზე. ასევე, ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.


ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, 23 მარტს, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს 37-ე სესიაზე, სადაც იგეგმება საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის -„თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930