გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: თავისი ქვეყნის დასახმარებლად გაკეთებული დონაციით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ქველმოქმედთა სიის სათავეშია

4-05-2020

„კოვიდ19-ის პანდემიის დროს თავისი ქვეყნის დასახმარებლად გაკეთებული 100 მილიონიანი დონაციით, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ფილანტროპების და ქველმოქმედთა სიის სათავეშია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს წარმატებული ადამიანი, ვისი იმედიც საზოგადოებას ყოველთვის შეუძლია რთულ მომენტში ჰქონდეს. მან საკუთარი შემოსავლის დიდი ნაწილი თავის ქვეყანას მოახმარა და ყოველთვის სიტყვის და პრინციპების ერთგულია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის მიერ კოვიდის საწინააღმდეგო ფონდში განხორციელებული დონაციის შესახებ ისაუბრა და ოპონენტების განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით ხორციელდება. ამ დღეებში, როცა ყველა პანდემიის საფრთხეზე ვართ გადართული, “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში”, სადაც მილიარდობით არის ივანიშვილების ოჯახის ინვესტიცია, პრაქტიკულად დაიწყო პირველი აქტივობები და ძალიან მალე, ეს უნივერსიტეტი სრულად ჩაერთვება ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არის უამრავი სტრატეგიული, კულტურული, სამეცნიერო პროექტი თუ სხვა საქველმოქმედო გადაწყვეტილებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და ამას კარგად ხედავს საზოგადოება, მათ შორის - ოპონენტებიც.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031