გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ვენდის“ მენიუს შეკვეთა Menu.ge -ზე უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელია

22-03-2018

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ Menu.ge-ს პარტნიორი გახდა და ამიერიდან „ვენდის“ უგემრიელესი

მენიუს შეკვეთა ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი სახლიდან  ან ოფისიდან გაუსვლელად.  მენიუს შეკვეთა  შესაძლებელია ვებ გვერდზე www.menu.ge ან  აპლიკაციის menu.ge მეშვეობით.  მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე გორსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ ბათუმში მიწოდების სერვისი უფასოა და მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ შეკვეთილი მენიუს ღირებულებას.

 

 

Menu.ge-ზე შესაძლებელია „ვენდის“ უგემრიელესი ბურგერების, კომბო მენიუების, სალათების და გარნირების შეკვეთა. შეკვეთის მიწოდების მაქსიმალური დრო შეადგენს 30  წუთს. შეკვეთის ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე  ონლაინ  VISA დაMASTERCARD-ით გადახდით:

 

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930