გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6-05-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, ზემო მეტალურგიულის და რქაწითელის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ქსელში გადართვების გამო კი 11 საათიდან 11:30 საათამდე ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031