გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს

12-05-2020

პროგრამა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, მათ შორის ხელის ტრაქტორების (მოტობლოკი) და იმპლემენტების) შეძენის თანადაფინანსებას. ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას და ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა. პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.განაცხადების მიღებას სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში დაიწყებს. განაცხადის ფორმა განთავსდება აღნიშნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

 სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყო

პროგრამის მიზანია ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის ბიუჯეტი 1,500,000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებით. სააგენტოს თანადაფინანსება სურსათის უვნებლობის სტანდარტების/სისტემების მიმართულებით განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა. ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა. ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ აღჭურვილობა/დანადგარები, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამა სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს - საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოსთან, პროგრამების/პროექტების ფარგლებში, გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება.

პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეესტრში. ტექნიკური დახმარების პროგრამის განაცხადის ფორმა განთავსდება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება იწყება

პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა - ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. პროგრამა იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი, რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 42 მილიონ ლარს, აქედან, 2020 წლისთვის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან იჯარით აქვს მიწის ნაკვეთი (იჯარის პერიოდი, არანაკლებ, 5 წელი) შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და ქვემო ქართლი. პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო 2020 წლის 15 აპრილიდან. განაცხადის ფორმა განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge.

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტულია

კოოპერაციული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რაც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის მხარდაჭერას გულისხმობს.

ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იმ აღჭურვილობის შეძენის დასაფინანსებლად, რომლის საშუალებითაც წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება.

სახელმწიფო პროგრამა ასევე დაეხმარება კოოპერატივებს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და წარმოებული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით; სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის.

რძის წარმოებაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერების, მათი შემოსავლების ზრდის და მაღალხარისხიანი, უვნებელი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების მიზნით ხორციელდება კოოპერაციული საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროგრამები. რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული მძლავრი საწარმოების შეიქმნება ახალქალაქის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.
აღსანიშნავია, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დარგობრივი პროგრამებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის გათვალისწინებულია დამატებით 10 % თანადაფინანსება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930