გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად დევდარიანის მიმართ შსს-მ გამოძიება დაიწყო

24-03-2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორის - ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.


"მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.


შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი - ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი - 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი - tbilisiadmin@mia.gov.ge)"-აცხადებენ სამინისტროში.


ზვიად დევდარიანს, რომელიც კენჭს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე იყრიდა, ბრალად სექსუალურ შევიწროებას სდებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930