გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ახალი ბაღი გაშენდა

25-03-2018

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს "აგროენერჯიმ" 18 ჰა მიწის ფართობზე ნუშისა და კაკლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი კასპის რაიონის სოფელ ოკამში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „აგროენერჯის“ ნუშისა და კაკლის ბაღი დაათვალიერა.


ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 64,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 42,855 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 21,145 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.


პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4,709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 24,684,617 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,491 ჰა მიწის ფართობზე.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930