გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

„26 მაისი საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის დღეა, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

ჩვენი ქვეყნის საზოგადოების სულიერმა და მორალურმა სიძლიერემ განაპირობა, რომ ქვეყანას არ მოკლებია თავისუფლებისთვის მებრძოლი პიროვნებები.

დღევანდელი დღეც, ყოველ ჩვენთაგანს გვავალდებულებს გავითავისოთ ქვეყნის, ერის და მომავალი თაობების წინაშე არსებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვინაიდან დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს.

მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031