გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში 13 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა

25-03-2018

გლდანის 6-ე მიკრორაიონში 13000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა.


დღეს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.


კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მზად არის და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.


“ეხლა ვიმყოფებით გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში. აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ გავაშენებდით ერთ-ერთ საუკეთესო პარკს. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებები იქნება საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადწბთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს. გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930