გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი 2018“ იწყება

26-03-2018

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას მესამე წელია ატარებს. 

გასულ წლებში ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდებოდა და 200 სკოლის 1700 მოსწავლე მონაწილეობდა.

წელს, ,,გახდი ოლიმპიელი - 2018“ ორ ქალაქში ტარდება. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

„წელს ოლიმპიადის მასშტაბი გაიზარდა და თბილისის გარდა ბათუმშიც ტარდება „გახდი ოლიმპიელი 2018“. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენსსპონსორებს, მათი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ლიბერთი ბანკი უკვე მეორე წელია მხარში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნებისგანხორციელებაში“- განაცხადა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა“ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031