გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოლხური ბზის გადასარჩენად სანერგე მურნეობის მოწყობა მიმდინარეობს

28-03-2018

ეროვნული სატყეო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილიდან, ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას იწყებს.


სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდება (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით).


დაზიანებულ ფართობებზე ასევე ხდება ალტერნატიული ბრძოლის მეთოდის, ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენების გამოცდაც.


გარდა ბრძოლის ღონისძიებისა, დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.


კოლხური ბზის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ეროვნული სატყეო სააგენტო საკონსერვაციო ღონისძიებებსაც ახორციელებს, შექმნილია თესლის ბანკი, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობა.


2016 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები ბიოლოგიური პრეპარატით საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განახორციელა.


2017 წელს, მავნებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 150 ჰაფართობზეც, სადაც სააგენტომ ასევე განახორციელა შეწამვლითი სამუშაოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930