28-03-2018
კომპანია Google-ი საკუთარი რუკების სერვისის, Google Maps-ის განახლების შესახებ იუწყება.
სერვისს 39 ახალი ენის, მათ შორის ქართულის მხარდაჭერა დაემატა. საერთო ჯამში, სიახლე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ 1,25 მილიარდ ადამიანს შეეხება.
ახალი ენების მხარდაჭერა ემატება Google Maps-ის მობილურ და დესკტოპ ვერსიებს iOS, Android, Mac, and Windows OS პლატფორმებზე.
ახალ ენებს შორისაა: აფრიკაანსი, ალბანური, ამჰარული, აზერბაიჯანული, სომხური, ბოსნიური, ბირმული, ხორვატული, ჩეხური, დანიური, ესტონური, ფილიპინური, ფინური, ქართული, ებრაული, ისლანდიური, ინდონეზიური, ყაზახური, ქხმერული, ყირგიზული, ლაოსური, ლატვიური, ლიტვური, მაკედონური, მალაიური, მონღოლური, ნორვეგიული, სპარსული, რუმინული, სერბული, სლოვაკური, სლოვენიური, სუაჰილი, შვედური, თურქული, უკრაინული, უზბეკური, ვიეტნამური, ზულუ.
Google Maps-ი 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დროთა განმავლობაში, დაემატა სხვა ენებიც.
ყოველდღიურად, მთელ მსოფლიოში სერვისს მილიონობით ადამიანი იყენებს.