გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

18-06-2020

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი იქნება. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.


ჯასტინ მაკკენზი სმიტს ახალი ელჩი აგვისტოში შეცვლის.


კლეიტონი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მოსკოვში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში. მარკ კლეიტონი რუსეთში ასევე საქმიანობდა 1998-2002 წლებში.


ჯასტინ მაკკენზი სმიტს საქართველოში ელჩის თანამდებობა 2016 წლის აგვისტოდან ეკავა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031