გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან ვიდეო კონფერენციისას სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები

19-06-2020

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი ვიდეო კონფერენციის ფორმატში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროკავშირს და პარტნიორ ქვეყნებს პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი, ვიდეო კონფერენციის ფორმატში. სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მომავალზე ორიენტირებული პროგრამის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. მადლობელი ვართ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი, პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაჭრაში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930