გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა

30-03-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, ის ჯერ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც სამთავრობო ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება.

„მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორი სიტყვით მინდა ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულზე და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს ამიტომ დაისვენონ, მე მათი საცოდაობით აღარ ვარ გამოიძინონ კარგად სანამ საქართველო წინ წავა“- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930