გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე თბილისის ახალგაზრდობის ფორუმს დაესწრო

1-04-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ახალგაზრდობის ფორუმს დაესწრო, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.


თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და მის ხელმძღვანელს, ირაკლი გვილავას ღონისძიების ორგანიზებისთვის და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს დედაქალაქის განვითარების პროცესში.


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ხელი შევუწყოთ წარმატებულ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მივესალმებით ახალგაზრდების ჩართულობას ამ ყველაფერში. ჩვენ ერთი პროექტი ამ მიმართულებით უკვე გავაკეთეთ. ესაა „შენი იდეა ქალაქის მერს“. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ პლატფორმით ნებისმიერ ადამიანს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია საკუთარი ხედვა, კონკრეტული პროექტი წარმოგვიდგინოს. უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა საინტერესო პროექტი და სამი მათგანი განხილვის პროცესშია. მესმის, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ახალგაზრდების ჩართულობისა, ამიტომ თქვენც მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდების როლი გაიზარდოს ქალაქის განვითარების პროცესში. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს დედაქალაქში, დაიძლევა ჩვენი ერთობით. იმის ილუზია არავის აქვს, რომ ჩვენ ჯადოსნური ჯოხით შევძლებთ ყველაფრის მოგვარებას, რადგან ეს 20-25 წლის განმავლობაშინაგროვი პრობლემებია და მათი გადაჭრა 4 წელიწადში შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და შესაძლებლობები, რომ ძირითადი მიმართულებები შევცვალოთ, ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს, გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, მოვაწესრიგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობები ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა და თქვენი როლი არის განსაკუთრებული“, - განუცხადა კახა კალაძემ ახალგაზრდებს.


ორდღიან ფორუმში თბილისში მოქმედი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ორგანიზაციები მონაწილეობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031