გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალიდან იოსებიძის ნაწილზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

2-04-2018


ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.

 

გასათვალისწინებელია, რომ კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც.

 

თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.

 

ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩების მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულების შეცვლის მიზანია სატრანსპორტო სქემის დახვეწა. გატარებული ღონისძიების შედეგად იოსებიძის ქუჩა ავტომობილების ნაკადებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთება. კომფორტული და მარტივი გადაადგილების მიზნით თბილისის მოძრაობის სქემების ოპტიმიზაციაზე მუშაობას განაგრძობს.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930