გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

3-04-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ის საქართველოში დაბრუნდება და თავის გუნდთან ერთად ქვეყანაში შექმნილ პრობლემებსა და გამოწვევებს გაუმკლავდება. 
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსია მინიმუმ 400 ლარი, მასწავლებლების ხელფასი 1000, ხოლო პოლიციელების მინიმალური ხელფასი 2000 ლარი გახდება. 
„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ) საქარველოში მინიმალური პენსია 400 ლარი იქნება. ეს ძალიან მარტივია და ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც საქართველოში 11-ჯერ გაზარდა პენსია და რომ დამცლოდა, ბევრად მეტადაც გავზრდიდი. დღეს კი პენსიონრები ყველაზე მეტად არიან გაუბედურებულნი, რადგან ისინი ვერ ყიდულობენ წამლებს (ესეც ივანიშვილმა იგდო ხელთ და იმიტომ), საჭმელს, ვერ გადაადგილდებიან და, პრაქტიკულად, მეორეხარისხოვან ადამიანებად იქცნენ. მართალია, 400 ლარიც ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს თანხა მინიმუმია იმისა, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ პირობებში და თანაც დაუყოვნებლივ. 
მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის განათლება. ჩვენ მასწავლებლებს მუდმივად ვუზრდიდით ხელფასებს. მართალია, არა ისე, როგორც მე მინდოდა, მაგრამ რომ ვუყურებ ციფრებს, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ მასწავლებლის მინიმალური ხელფასი იმავე დღეს თავისუფლად შეიძლება გახდეს 1000 ლარი. ბევრი კატეგორიის ადამიანს გაცილებით მეტიც შეიძლება მიეცეს. 
ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში კი დღეს პოლიციელები არიან. კრიმინალმა იმატა. მათ უფროსობა პრობლემებს უქმნის და თანამშრომლებს უკანონო დავალებას აძლევს. ნეპოტიზმი, კორუფცია, დამნაშავეებზე ხელის გადაფარება - ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. პოლიციის მინიმალური ხელფასი, იმ რისკის გათვალისწინებით, რაც ამ პროფესიას აქვს და იმისაც, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი ამ ქვეყნიდან გარბის, 2000 ათასი ლარი გახდება. ეს ეკონომიკური ზომები, ბანკების მაფიის თარეშის აღკვეთა და ივანშვილის მაფიის არსებობის დასრულება, ხელფასების გაზრდა, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა მოგვცემს საშუალებას, შევაჩეროთ საქართველოდან ხალხის გადინება. 
საქართველო იცლება. ეს რეალური საფრთხეა. ხოლო ამ რელური საფრთხის გამოსწორება კი მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებითა და ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით, ხელფასების მატებით, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდით მოხერხდება. 
თავად ვაპირებ ამით დავკავდე. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს მხოლოდ ერთი მიზნით ძრავენ, რომ საქართველოში ჩასვლა არც კი ვიფიქრო. ვერ მოესწრებიან. ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე, ჩვენს გუნდთან ერთად განვახორცილებ. ქართველ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ. ხალხს ამ მაფიას ხელში არ ჩავუგდებ. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და შვებით ამოისუნთქოს“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930