გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის ცემაში ბრალდებულს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

4-04-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ე.ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ნ.-მ 2018 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლის ნ.ი.-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა.


სამართალდამცველებმა ე.ნ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია)წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930