გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: 2008 წელს ახალგორში შესვლას არ ვაპირებდით - რაიონი კახა ლომაიას თხოვნით დავიკავეთ

17-08-2020

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის განცხადებით, რუსული არმია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაკავებას არ გეგმავდა.


ბორისოვთან ინტერვიუ "საერთო გაზეთმა" გამოაქვეყნა.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


"სხვათა შორის, მინდა იცოდეთ, რომ აგვისტოს ომის დროს ვარიანში ჩვენი ჯარის ნაწილები არ იდგა! ასე, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების იქედან გატანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.


აგრეთვე, მინდა იცოდეთ, რომ 15 სამხედრო ტყვე ჯარისკაცი ცხინვალიდან, ხოლო 22 ტყვე აფხაზეთიდან ჩვენ პირადად გადავეცით ქართველ დედებს, ყოველგვარი გაცვლისა და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე. მინდა, ქართველმა ხალხმა ეს იცოდეს.


ჩვენ ლენინგორში (ახალგორის მუნიციპალიტეტი რედ.) ჯარის შეყვანას არც ვგეგმავდით, მაგრამ ბატონმა კახა ლომაიამ ეს საკითხი პრინციპულად წამოგვიყენა და პირადად მე არაერთგზის მთხოვა, ლენინგორში ჩემი "სადესანტო როტა" გამეგზავნა!!! თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი "დესანტნიკები" შემეყვანა" - განაცხადა ბორისოვმა.


P.S. როგორც ცნობილია კახა ლომაია და ვიაჩესლავ ბორისოვი ერთმანეთს 2008 წლის 14 აგვისტოს დილით ქალაქ გორში შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც ესწრებოდა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930