გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის დელეგაცია დღეს ტალინს ეწვევა

11-04-2018

მიმდინარე წლის 11-14 აპრილს, ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით ტალინში მიემგზავრება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები კოლეგებს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ეერიკ-ნიილეს კროსთან, ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანნეს ჰანსოსთან და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რაინერ ვაკრასთან.

დელეგაციის წევრები ესტონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების, გარემოს დაცვის, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებში.

ქართველი პარლამენტარები ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრს (NATO Cooperative Cyber Defence Centre of Excellence) ეწვევიან.

ქართველი დელეგაცია ესტონეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებს შეხვდებიან და მათ საქართველოს მნიშვნელოვანი უახლესი განვითარებისა და არსებული პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ პრეზენტაციებს წარუდგენენ.

ვიზიტის ბოლო დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრები ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორული ასოციაციის „ქართული სახლის“ წარმომადგენლებსა და ესტონეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდებიან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის წევრები - კახაბერ კუჭავა, ირაკლი ბერაია, ოთარ კახიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930