გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

12-04-2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელშიც სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ფრანსუა პეშო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 4,9%--ით გაიზარდა, მხოლოდ იანვარში - 5,5%-ს მიაღწია. მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიც და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე.


კომიტეტის თავმჯდომარემ და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, ინფლაციის დონის შემცირების დადებითი ტენდენციის, ფისკალური კონტროლის გაძლიერებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს გაკოტრების საქმისწარმოების სრულყოფის აუცილებლობაზე, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებსა და სხვა მოსალოდნელ ინსტიტუციურ რეფორმებზე.


,,საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპებით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის კურსს ეკონომიკური რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, გეგმაშია მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031