გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხებთ კანონის მიღებას, რომელიც სამუდამოდ მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს

13-04-2018

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოთა გადატვირთულობის საკითხები იყო განხილული, ხოლო შემდეგი შეხვედრისთვის, კი უკვე აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული კანონპროექტები იქნება წარმოდგენილი.

„დღეს განვიხილეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას და სასამართლოთა გადატვირთულობას.

როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ ახლა, ამ ორი შეხვედრის საფუძველზე. შემდეგი შეხვედრისთვის უკვე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა მხარის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს და წინადადებებს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031