გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ესტონეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს მარკუ ლამპს შეხვდა

13-04-2018

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, ტალინში ესტონეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს მარკუ ლამპს შეხვდნენ, სადაც გარემოს დაცვის სფეროში ესტონეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გამოცდილებას და დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას გაეცნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გატარებული რეფორმები, გარემოს დაცვის სფეროს ისეთი საკვანძო მიმართულებები, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, ტყის მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვა.

„ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ტყის მართვა და ზედამხედველობა, რომლის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა და რომელსაც სამინისტრო თავის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოების მეშვეობით ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთია სახელმწიფო ტყის მართვის ცენტრი (RMK) - სახელმწიფო მომგებიანი საწარმო, რომელმაც, ერთი მხრივ, ტყის ჭრისა და ტყის რესურსების გაყიდვით სახელმწიფოს უნდა მოუტანოს შემოსავალი. მეორე მხრივ - უნდა იზრუნოს უნიკალური ტყის გარემოს შენარჩუნებაზე, გარემოსთვის სასარგებლო სატყეო სამუშაოების წარმოებასა და უფასო რეკრეაციული შესაძლებლობების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, გაცილებით მეტი ხე ირგვება, ვიდრე იჭრება. ამგვარი მიდგომა სატყეო სექტორის რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო პრაქტიკაა,“- - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930