გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვაზღვევთ მოქალაქეებს, რომ აღარ მოხდეს იგივე დანაშაულების ჩადენა, როგორიც იყო გირგვლიანის შემთხვევაში

13-04-2018

„სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები გაკეთებულია პრევენციისთვის. ჩვენ სამომავლოდ ვაზღვევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აღარ იყოს ერთი პირის მიმართ შეთქმულება და არ მოხდეს იგივე დანაშაულების ჩადენა, როგორიც იყო გირგვლიანის შემთხვევაში“,-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ შეხვედრაზე, რომელიც „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით დღეს, პარლამენტში გაიმართა.

სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები სამუშაო ჯგუფის ფორმატში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და ფრაქციის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისისა და სისხლის სამართლის სფეროში სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა და ინიციატივის დეტალები გააცნო.

შესწორებებით მკაცრდება პასუხისმგებლობა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბებენ და უკანონო დავალებას გასცემენ.

ცვლილებები შევა 13 მუხლში და სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ორი ახალი სპეციალური მუხლი, რაც სისტემური დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. ერთი მუხლი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების და მდგომარეობის ბოროტად სარგებლობას. მეორე კი ამ პირების მხრიდან უკანონო დავალების ან ბრძანების გაცემას.

კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანაშაულის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფრაქციის წევრებმა, სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები წარმოადგინეს.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და დისკუსია ე. წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე სანქციების გამკაცრებას. ასევე, დაფარვა, შეუტყობინებლობა სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ უნდა იყოს თუ არა უფრო მკაცრად დასჯადი, ვიდრე ეს არის დღეს. რამაც გარკვეული დისკუსია გამოიწვია, იყო სხვა საკითხებზეც მსჯელობა და ვფიქრობ, ასეთი დისკუსიების ფონზე ჩვენ კიდევ უფრო დახვეწილ კანონმდებლობას მივიღებთ ამ მიმართულებით.

მე ვფიქრობ, მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში ჩვენ საბოლოო სახით მივიღებთ კანონს. კანონპროექტი ინიცირებულია და დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში. კანონპროექტზე დღესაც მიდის მსჯელობა. სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართება საკომიტეტო მოსმენები ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ კომიტეტებში და ამის შემდეგ გავა პლენარულ სხდომაზე“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031