გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: „ფრიდომ ჰაუსმა” მედიაში ვითარება რეალობა არა რეალურად აღწერა

14-04-2018

“ფრიდომ ჰაუსმა” მედიაში არსებული რეალობა არა რეალურად აღწერა” - ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი აბსანძის კვირის ინტერვიუში სტუმრობისას გააკეთა.


„მესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ საინფორმაციო წყაროებით, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს, ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ, რომ ტყული ეთქვა “ფრიდომ ჰაუსისთვის” იმ მედია გარემოს შესახებ, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ასეთი ლიბერალურია. იმედია “ფრიდომ ჰაუსი” დაფიქრდება და კითხვებს დასვამს, რატომ არის ეს დასკვნა არარეალური. იქ ძალიან დიდი ცდომილებებია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში. წერენ, რომ შეწყვიტეთ პარლამენტის სხდომების ტრანსლირება, რაც არ არის სიმართლე და არ ეპატიება ასეთი დონის ორგანზიაციას, იმედია, ის დაინტერესდება და გადაამოწმებს ამ ინფორმციებს” - განაცხადა კვირის ინტერვიუში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031