გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური შეხვედრა გაიმართა

14-04-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, დღეს ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა.

მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის და საკრებულოს წევრებმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღეს. თამაში ფრედ დასრულდა.


“ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.


შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა.


დედაქალაქის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით 10 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930