გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

15-04-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დაბა წყნეთის, დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, გლდანის მასივის VII მიკროაიონის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, გმირ კურსანტთა, ცაგარელის, ბურძგლას, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, ცინცაძის, ბოჭორიშვილის, შავგულიძის, ნუცუბიძის, ბოხუას, ხეივნის, გორგასლის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, ბეთანიის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვესეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბზიფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რაზიკაშვილის, გუმბრის, გედევანიშვილის, რუისპირის, ნაქერალის, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, მრევლიშვილის და ოძისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის I კომპლექსის V კვარტლის, ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების, 12 საათიდან 15 საათამდე ასათიანის და დელისის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის, არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930