გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეიდან რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16-04-2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება. 

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია "ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებენ. 

ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031