გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: თუ იმ შეხვედრაზე მდინარაძემ და ზარდიაშვილმა „გაჭედეს“, მერე ისე გავუჭედავთ, რომ კარებებს ჩავუკეტავთ

16-04-2018

პარლამენტარი გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო კილაძესთან კონფლიქტის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, კილაძემ მისი ფაქსიმილე ნებართვის გარეშე გამოიყენა და უთანხმოება სწორედ ამას მოჰყვა.

„მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, ჩემი ფაქსიმილე გამოიყენა ჩემი ნებართვის გარეშე. მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებს ამ ადამიანთან ურთიერთობა, მყავს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანამოაზრე. ფორმალურად ვარ უმრავლესობის წევრი, მე არანაირი პროცედურები ამ მიმართულებით არ დამიწყია. თუ იმ შეხვედრაზე, მამუკა მდინარაძემ, ვანო ზარდიაშილმა, უკაცრავად ჟარგონზე და „გაჭედეს“, მერე ისე გავუჭედავთ, რომ ჩავუკეტავთ კარებებს“- განაცხადა ფოფხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930