გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მთავრობის რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის მიმართული

16-04-2018

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა.
ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა“ განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა იყო ამბიციური. 
„ყველა ეს რეფორმა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რაც რა თქმა უნდა დღეს არსებული მოწყვლადობების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ეს კი, როგორ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის. 
მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის და იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნებ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930