გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ნაცვლიშვილი: თუ ჩვენს ინიციატივებს მხარდაჭერა არ ექნება, პოლიტიკურ ცხოვრებას დამოუკიდებლად განვაგრძობთ

16-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესაძლოა მისმა ფრაქციამ პოლიტიკურ ცხოვრება ცალკე განაგრძოს. 
ნაცვლიშვილის თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს.
„ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეხვედრას, სადაც აი ის პრობლემური საკითხები, რაც არსებობს უმრავლესობაში. ის ინტერპრეტაცია, რომელიც მოჰყვა „რუსთავი 2”-ზე ამ მიმოწერას სრულიად აცდენილი იყო რეალობას, ოღონდ ნუ მკითხავთ, რა თვალსაზრისით.

ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება, თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიებისა ამ საკითხებზე მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკურ ცხოვრება.

დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930