გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელებისთვის შავ ზღვაზე საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა

16-04-2018

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.
როსარია პულისმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული, 200 ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო.
მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოში ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით, სტუმრებისთვის შავ ზღვაზე საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა. საზღვაო წვრთნის მიზანი იყო სააბორდაჟო ჯგუფების ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, სწრაფად ცვალებად გარემოში დროული და სწორი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა და მზადყოფნის შემოწმება. სწავლებაში, შიდაუწყებრივი ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით, ჩართული იყო სასაზღვრო ავიაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930