გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაქსებზე ლიცენზიები ახალი წესით გაიცემა

16-04-2018

დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილებისა და ნებართვის გაცემის წესის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციას, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.



კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები განიხილეს.



საკანონმდებლო პაკეტი კახაბერ კუჭავამ წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტის მიზნები და ძირითადი დებულებები გააცნო. კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება - დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.



წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებები საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ, განისაზღვრება ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ნებართვის გაცემის წესი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში: გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი. ამდენად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელი გახდა რეგულაციების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას.



წარმოდგენილ ინიციატივას თან ახლავს კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს.



კომიტეტის წევრებმა დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ განიხილეს.



მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2017 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „ბათუმის ავტობუსების პროექტი“-ს სასესხო შეთანხმებას, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, დიზელზე მომუშავე და ელექტრო ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს.



პროექტი განხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, სესხის სახით: 5.5 მლნ ევროა გამოყოფილი.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით მოხდება სესხის ფინანსურ პირობებთან მიმართებაში არსებული ჩანაწერების დაზუსტება და შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული შესასყიდი ავტობუსების სპეციფიკაციის ცვლილება.



რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930