გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალება დროებით შეწყდება

16-04-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყდება.
ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ისაუბრა.
„კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე. ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც ძალადობის შემთხვევებს განვიხილავთ.
მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილებისა, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს მოიცავს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსებებთ, რომ საქმე ეხება ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მომხდარ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული 2015 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031