გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს დელეგაციას შეხვდა

19-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალურ კომისარს - ელოი კუიროს ალვარესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.

გიორგი გახარიამ და ელოი კუიროს ალვარესმა ბოლო პერიოდში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციებისა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტური საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეადმისიის მოთხოვნები ქართული მხარის მიერ 100%-ით სრულდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ესპანურ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები, უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031