გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ

20-04-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით ჭიჭნაძის განცხადებები საწყენი არაა, თუმცა

რადგან ერთმანეთს პირადად ხვდებიან, ღია ეთერის საშუალებით საუბარი საჭირო არაა. 
ამის შესახებ ვოლსკიმ დავით ჭიჭინაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სადაც ჭიჭინაძემ ის „მაუგლის“ პერსონაჟ აკილას შეადარა.
„არაფერი საწყენი ამაში არ არის, უბრალოდ ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ, ვხედავთ ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს. არც ჩემსა და დავითს შორის და არც სხვებს შორის , ეს არის მთელი ამოცანა და იდეა, იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს უახლოეს პერიოდში.

მე ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ“- ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძის განცხადებით, როგორც ჩანს, გია ვოლსკი დაბერდა და ვეღარ გრძნობს რა არის კორექტული და რა - არა. 
„კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა“- განაცხადა ჭიჭინაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031