გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1-ლი მაისიდან დედაქალაქში გზის მორეცხვითი სამუშაოები დაიწყება, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება

21-04-2018

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში ამჯერად გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა.


საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს - მოირეცხა და დასუფთავდა ხიდები და პანდუსები. პარალელურად რეცხვა და დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს.


1-ლი მაისიდან „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გეგმიურ გზის მორეცხვით სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930