გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიცაში ქართულ დიასპორას შეხვდა

22-04-2018

სამხრეთ საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ ნიცაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა.


მინისტრის მოადგილემ საფრანგეთში საქართველოს ელჩთან ერთად მოინახულა ნიცაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლის Georgian Dance Studio "International" წარმომადგენლები და მათ საქმიანობას გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი ქართული ფოკლორის პოპულარიზაციას მთელი საფრანგეთის მასშტაბით ახდენს, მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები ლიონსა და პარიზში.


ნიცაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ მათ გააცნო საქართველოს სახელმწიფო პროგრამა დიასპორის შესახებ და მისი პრიორიტეტები. ხაზი გაესვა ქართული დისაპორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს აღმშენებლობის პროცესში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის უდიდესი პრიორიტეტია დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარება. მინისტრის მოადგილემ მათ გააცნო დიასპორის სახელმწიფო პროგრამები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930