გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

23-04-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კონმპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I, IV, VI მიკრორაიონების, დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, მაიაკოვსკის, აგლაძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ქობულეთის, მცხეთის, შროშის, გამრეკელის, ბახტრიონის, საბურთალოს, თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს აღმართის, ქინქლაძის, ცინცაძის და კუტუზოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის, ედისის, გოგაშენის, კვერნაულის, არალეთის, ზვარეთის, ხევძმარის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის, ბზვანელის, ქარელის, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ჭიათურის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.


11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის და იოსელიანის ქუჩების, 10 საათიდან 14 საათამდე ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, პეტრიწის (ორხევი), სააკაძის (ორხევი), კოსტავას (ორხევი), ესენინის და ფიროსმანის ქუჩების, ხოლო 13:30 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილის III მასივის V კვარტლის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლები.


12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა აფხაზეთის, სარკინეთის, აგარის, აჭარის, ზაზიშვილის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 14 საათამდე ზაქრაძის, მეუნარგიას და ქურდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე სანაპიროს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930