გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს

22-04-2018

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. „ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერსებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ 1%-იან ბრუნვის გადასახადს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში.


„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი დახმარებისა. ზაფხულში, გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, გვეცოდინება იმ დახმარების ოდენობა, რომელსაც მივიღებთ მომავალი წლიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


„საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ პროგრესისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველ და მეორე მიმოხილვებს შორის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია, რომ პროგრამის ყველა კრიტერიუმი შესრულებულია. მოხარულები ვართ, რომ ფონდი ორიოდე კვირაში, პროგრამის მეორე მიმოხილვის შედეგებს უკვე აღმასრულებელ საბჭოში განვიხილავს,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელზედაც განხილულ იქნა სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, სამომავლო პრიორიტეტები და ტექნიკური დახმარების საკითხები.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ის ინტელექტუალური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ტექნიკური დახმარების სახით იღებს, კარგადაა გამოყენებული და იძლება მეტ შესაძლებლობას, საქართველომ ასეთი დახმარება მიიღოს მომავალშიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930