გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე: კმაყოფილები ვართ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია

22-04-2018

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება, მიმდინარე წლის და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილებოდა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს, ჯიჰად აზურს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე.

შეხვედრებს დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდისკენ.

„საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.

„საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, გვქონდა კარგი შესაძლებლობა, დაგვენახა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. აღნიშნული რეფორმები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ველით მეტ პროგრესს, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების მეტი შესაძლებლობა,“ - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა.

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930