გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობამ ბორჯომში ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

22-04-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა.


შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა სოციალური მდგომარეობა. იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, საცხოვრებელი სახლების გადახურვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობის საკითხებზე, გაზის და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე და ინტერნეტის წვდომაზე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ დამსწრეებს გააცნო ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილებს უფინანსებს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების საკითხზე. სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც იმსჯელებენ დევნილთა წინაშე არსებული სხავადასხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ბორჯომის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930