გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარია ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება

23-04-2018

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 
“როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა”, - აღნიშნა ზახაროვამ. 
მისივე თქმით, ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიური შედეგების უკუქცევას ვერ გამოიწვევს. “ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს”, - აღნიშნა ზახაროვამ.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930