გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მას შემდეგ, რაც პარტია „ქართულ ოცნება“ შეიქმნა, ქვეყნის მმართველობის სტილში დიდი გარდატეხა მოხდა

23-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარტია „ქართულ ოცნება“ შეიქმნა, ქვეყნის მმართველობის სტილში დიდი გარდატეხა მოხდა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა ის სფეროებია, რომელზეც მმართველმა გუნდმა ყველაზე დიდი აქცენტი გააკეთა. 
ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა. 


„ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ჩამოსვლა აჭარაში, სადაც ყოველთვის პატრიოტული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული და განსაკუთრებული მაჯისცემა იგრძნობა. 
გამოსვლის დაწყებამდე, მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, რადგან თქვენი წვლილი იმ წარმატებაში, რომელიც ქვეყანაში იქმნება და იმ აღმშენებლობის პროცესში, უმნიშვნელოვანესია. პარტიის თითოეული აქტივისტის წვლილი იმ წარმატებაში, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია, უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და ასევე გამოვთქვა იმედი და რწმენა, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს. 
მინდა, მოკლედ შევაჯამო პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მოღვაწეობის შედეგები. ქვეყანაში, 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პარტიის შექმნა და უდიდესი გარდატეხა მოხდა ქვეყნის მმართველობის სტილში და ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სრულიად სხვა პოლიტიკური გარემო, განსხვავებული იმისგან, რაც იყო მანამდე, ამ გარდატეხებმა დღეს მოიტანა შედეგები, რომლითაც ყველა ჩვენგანმა სამართლიანად უნდა იამაყოს.
ყველაზე დიდი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს შექმნის მიმართულებით. 
დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად სხვა დონეზეა დაცული ადამიანის უფლებები, თითოეული მოქალაქის საკუთრების უფლება და იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო 2012 წლამდე, დღეს ადგილი აღარ აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით, სადაც იყო ყველაზე მტკივნეული ჩავარდნები - ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ამ მიმართულებებით ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ამ მიმართულებებით ჩვენ დღეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ შემდგომ დახვეწას, როგორც ჯანდაცვის სფერო,ასევე ყველა სხვა მიმართულება საჭიროებს. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმოსვლა არის თავისუფალი. დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ეს არის პირველ რიგში ევროკავშირის პოლიტიკური ნდობა საქართველოს მოსახლეობისა და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ. 
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის დინამიკა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამის მთავარი წინაპირობაა ის თავისუფლება, რომელიც ქვეყანაშია, საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხი და რა თქმა უნდა, სტაბილურობის ის დონე, რომელიც ქვეყანაში დამყარდა იმ გონივრული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფება ახორციელებს“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930