გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

26-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, 26 თებერვალს ცხმორის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ცხმორი, ფსორი, ღუნდა და ბაჯიხევი იმყოფებოდა.

აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.

საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის პროგრამის ფარგლებში" დაფინანსდება.

ღუნდა - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

ფსორი - სასმელი წყლის სისტემის და წისქვილის რეაბილიტაცია.

ცხმორი- - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

ბაჯიხევი - შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.

2021 წლის 26 თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 11 ადმინისტრაციული ერთეულის 38 სოფელში ჩატარდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930