გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ხვალ შუალედური არჩევნებიგაიმართება

27-04-2018

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ხვალ, 28 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება.

კენჭისყრაში მონაწილეობას დეპუტატობის 6 კანდიდატი იღებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, სულ 60 საარჩევნო უბანია, სადაც 48 ათას 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„უკვე დაიბეჭდა ბიულეტენებიბიულეტენები მიეწოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს. საერთო ჯამში შექმნილია 60 საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებულია 48 ათას 123 ამომრჩეველი. არჩევნებს დააკვირდება 26 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, ასევე რეგისტრაცია გაიარა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 6 კანდიდატი“-განაცხადა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ოლქში არჩევნების ხელმეორედ ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი დატოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031