გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ ქართული არმიის დღეა

29-04-2018

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს.


ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ღონისძიებებს გამართავს:


09:30 საათზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავს.


საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლება გაიმართება.


ასევე, 11:00 საათზე ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში, სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.


მოგვიანებით, კი IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებ-გვერდის, საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდის, ასევე ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუქ ტესტების პრეზენტაცია გაიმართება.


საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება აგრეთვე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი მიულოცავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930