გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

29-04-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, რესპუბლიკის მოედნის, ქურთების დასახლების, ნორიოს აღმართის, აკაკი წერეთლის გამზირის, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, წყაროთუბნის, მუხის, ლაზოს, კედიას, წყალსადენის, სარაჯიშვილის, ტაძრის, კუპატაძის, მონასტრის, შუშის, ილორის, ულიანოვის, თევდორე მღვდლის, გორის, ფიფიას, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, ქვალონის, ცაიშის, აბაშის, ჩიტაძის, ბერიძის, ასათიანის, ფერაძის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის გამზირის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერსიტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩხეიძის, ბუდაპეშტის და ტირიფების ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 II, V მიკრორაიონების, ჯავახეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, გორგასლის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 12 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031